ფინკა ბანკის საბავშვო ანაბარი - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ბავშვებს

ფინკა ბანკის საბავშვო ანაბარი - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ბავშვებს

რამდენიმე დღეში ახალი წელია, წლის ყველაზე ჯადოსნური და მხიარული დრო. ყველა საჩუქრებზე და ერთმანეთის გახარებაზე ფიქრობს. ალბათ, თქვენც უკვე აქტიურად მსჯელობთ, რა იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ამ ახალ წელს.

დაფიქრებულხართ, წელს ბავშვებისთვის ისეთი რამ გეჩუქებინათ, რომელიც მათი მომავლის გეგმებზე, უფრო გრძელვადიან მიზნებზე იქნება ორიენტირებული. საახალწლო ფუსფუსში კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ სათამაშო, ახალი ტანსაცმელი და ტკბილეული კარგია, თუმცა ამასთან ერთად ბავშვებისთვის საუკეთესო საჩუქარი საბავშვო ანაბრის გახსნაც არის. დღეს მცირედით დაწყებული დაგროვება, ეს არის ზრუნვა და ინვესტიცია მათ მომავალში.

ანაბრის ხსენებისას ხომ ყველა ვიწყებთ კამათს - სად გვაქვს იმის საშუალება, რომ დავზოგოთ... არადა, ანაბარზე თანხის დაგროვებისათვის მნიშვნელოვანია მივიღოთ გადაწყვეტილება, გვქონდეს მიზანი და იმაზე უფრო ძვირფასი მიზანი რაღა უნდა იყოს, რაც შვილის უკეთესი მომავალია....

განვიხილოთ მარტივი მაგალითი. თუ თქვენი შვილი 8 წლისაა (სრულწლოვნებამდე კიდევ 10 წელია). სულ მცირე 20 ლარით თუ გაუხსნით საბავშვო ანაბარს, და ყოველ თვე 50 ლარს შეიტანთ (რა თქმა უნდა, მეტი ან ნაკლებიც შეიძლება), ათი წლის შემდეგ თქვენს სრულწლოვან შვილს 10 000 ლარზე მეტი ექნება შეგროვებული, რომელიც სწავლის დასაფინანსებლად, ან სხვა მისთვის მნიშვნელოვანი მიზნებისათვის აუცილებლად გამოადგება.

მნიშვნელოვანია, რომ ანაბარი ბავშვებთან ერთად გახსნათ, ბავშვებს აუხსნათ რა არის ანაბარი და რატომ არის თანხის დაგროვება მნიშვნელოვანი. ბევრ ქვეყანაში ბავშვებს ჯერ კიდევ სკოლაში ასწავლიან ფულის დაზოგვის მნიშვნელობას. ფინანსური განათლების საკითხები სასკოლო პროგრამაშიც არის შეტანილი, ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაშიც ვითარდება.

მარიამ ესებუა, ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი: "დაგროვებას ნუ წარმოვიდგენთ, როგორც რთულ ან შეუძლებელს. ეს არის ჩვევა, რომელიც უნდა გამოვიმუშაოთ. ყოველთვის ეცადეთ გადადოთ სულ მცირე თანხაც, რადგან სწორედ ასე მცირე თანხებით ხდება თანხის დაგროვება დიდი მიზნებისთვის. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი შემოსავლის ნაწილის დაზოგვა ისეთივე აუცილებელია, როგორც გადასახადების გადახდა, ან სხვა ვალდებულებების შესრულება. დანაზოგის ბანკში განთავსება კი საუკეთესო შესაძლებლობაა, რადგან თანხა საიმედოდ ინახება და საპროცენტო სარგებელიც ემატება."

ფინკა ბანკში საბავშვო ანაბარზე საუკეთესო პირობებია. ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც სერვის ცენტრებში, ისე ინტერნეტ ბანკით. ანაბრის გასახსნელად მინიმალური შენატანი10 ლარი ან სხვა უცხოური ვალუტაა. ანაბრისგახსნაშეუძლიაბავშვისმშობელს, მეურვესანნებისმიერმესამეპირს, როგორცსაქართველოს, ასევე – უცხოქვეყნისმოქალაქეს. ლარში განთავსებულ საბავშვო ანაბარს წლიური 11.5% ემატება.

დაიწყეთ ახალი წელი საბავშვო ანაბარზე ბავშვებისთვის თანხის დაგროვებით, ეს მართლაც საუკეთესო საჩუქარი იქნება მათი უკეთესი მომავლისთვის.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი