სარკოზი ფრანგული მასმედიის "ბერლუსკონიზაციაში” ამხილეს

სარკოზი ფრანგული მასმედიის "ბერლუსკონიზაციაში” ამხილეს

ნიკოლა სარკოზი ნაციონალური მედიასაშუალებების "ბერლუსკონიზაციაში” დაადანაშაულეს.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც Lazard France-ის თავკაცმა მატიე პიგასმა, მისმა ბიზნესპარტნიორმა პიერ ბერჟემ და მედიამაგნატმა ქსავიე ნილმა 100 მილიონ ევროდ გაზეთის Le Monde შეძენა მოინდომეს. სამივე ბიზნესმენი ოპოზიციურ სოციალისტურ პარტიას უჭერს მხარს.

როგორც ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენთა განზრახვის შესახებ შეიტყო, ნიკოლა სარკოზი გაზეთის რედაქტორს 45 მილიონი ევროს სახელმწიფო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. არადა, ამ დღეისთვის გაზეთის ფინანსური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ თუკი მყიდველი სასწრაფოდ არ მოიძია, ივლისში თანამშრომელთა ხელფასებს ვეღარ გადაიხდის.

პიგასის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ სარკოზის განზრახვა, ჩაეშალა მოლაპარაკება, განპირობებული იყო იმით, რომ ოპოზიციონერთა ხელში აღმოჩენილი გაზეთი Le Monde მის წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას გააჩაღებს და 2012 წელს ხელმეორედ გაპრეზიდენტებაში ხელს შეუშლის.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები