პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ოპერაცია უტარდება

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ოპერაცია უტარდება

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ამ წუთებში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ჩაუტარდა მოსამზადებელი პროცედურა და მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ დაიწყო ოპერაცია.

მისივე ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის შემავალი ერთი ჭრილობა აქვს.

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი