ექიმი - სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თერილმან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

ექიმი - სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თერილმან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თერილმან მაჩალიკაშვილის ოპერაცია დასრულდა. ნეიროქირურგიული ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც  თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

"ამ დროის მდგომარეობით ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. მიმდინარეობს ოპერაციის შემდგომო მკურნალობა. ოპერაციამ რაიმე გართულების გარეშე ჩაიარა", განაცხადა ექიმმა.

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

წაიკითხეთ:  რა ინფორმაცია მოიპოვა სუს-მა ტერაქტების შესახებ ახმედ ჩატაევის კომპიუტერიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი