ეპილაციის კოშმარული შედეგი - რას პასუხობს დაზარალებულ გოგონას ესთეტიკის ცენტრი

ეპილაციის კოშმარული შედეგი - რას პასუხობს დაზარალებულ გოგონას ესთეტიკის ცენტრი

ლაზერული ეპილაცია, რომელიც საქართველოში ძალიან გავრცელებული და პოპულარულია, როგორც ჩვენთვის სასურველ, ისე ხანდახან უარყოფით შედეგსაც იძლევა, რაც ეპილაციის აღნიშნული ფორმის ერთ-ერთი მომხმარებლის, ნინი ხარშილაძის შემთხვევაში მოხდა.

როგორც ნინი ხარშილაძე allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, ლაზერული ეპილაციის შედეგად, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "ლოტუსში" ერთ ხელზე მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო, მიზეზად კი გაუმართავ აპარატურას ასახელებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ "ლოტუსში," სადაც განმარტავენ, რომ აღნიშნულ პრობლემას ალეგიული დერმატიტი ეწოდება და მისი წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმის მიერ კონკრეტულ პროცედურის მიმღებლობაზეა დამოკიდებული.

"ეპილაცია 10 დეკემბერს გავიკეთე, თუმცა რადგან აგვისტოში მიღებული ნამზეური მქონდა, რომელსაც შემდეგ სექტემბერშიც დავამატე, ვთხოვე, დაეტესტათ და ინფორმაცია რუჯის შესახებაც მივაწოდე. ექიმმა შემამოწმა და მკლავზე, როგორც თავად მითხრეს, ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში ორი იმპულსი შეუშვა. განმიმარტეს, რომ თუ ეს ადგილები დაიწვებოდა, ეპილაციას ამ კონკრეტული იმპულსით არ გამიკეთებდნენ. დავაკვირდი და რადგან გაწითლება არ მქონია, მივედი 6 დღის შემდეგ და ჩვეულებრივად მივიღე მომსახურება.

ეპილაციის გაკეთების პროცესში, როგორც კი ექიმმა შემატყო, რომ ცალი მკლავი დამიწვა, როგორ ჩანს, მეორე მკლავზე იმპულსს დაუწია. მე პირველად გავიკეთე ლაზერული ეპილაცია და არ ვიცოდი, რამდენად უნდა მეგრძნო წვა და, როდესაც ამის შესახებ კითხვა დამისვა, ვუპასუხე, რომ აუტანელ წვას არ ვგრძნობდი, თუმცა მარჯვენა ხელზე აღნიშნული შეგრძნება თითქმის არ მქონია. შემდეგ რაღაც შეცვალა და ამის შედეგად დამწვრობა მარჯვენა მკლავის ზედა ნაწილზეც მივიღე  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი