სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას მამაკაცი დაჭრეს

სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გუშინ, გვიან ღამით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. "ინტერპრესნიუსის "ინფორმაციით, წაღებულია 1000 ლარამდე თანხა. შემთხვევის დროს დაიჭრა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა. მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია