რა მდგომარეობაშია სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი

რა მდგომარეობაშია სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე ღრმა კომატოზურ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს. საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალგაზრდას ოპერაციის შემდგომ გართულებები არ აქვს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 19 წლის ახალგაზრდას ტერორიზმის ხელშეწყობაში ედავება. 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პანკისსა და თბილისში სულ 5 პირი დააკავეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი