თბილისის ნაწილს 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს. მათივე ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება გლდანის რაიონში მუხიანის I, II მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა 11:00 საათიდან 15:00 საათამდე იმოქმედებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ასევე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), აბუსერიძე-ტბელის, ლუსინიანის, იალბუზის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბის, შავსოფლის, არბოშიკის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება 1017 აბონენტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, გორისუბანი, ხურთისი, ოქროყანა და მიმდებარე სოფლებში. 14:30-დან 16:30 საათამდე - 160 აბონენტს სამხედროს, გმირის, ქართლის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:15-დან 18:00 საათამდე - დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში და სოფლებში წითლიანი, ქავთარაანი, ხევშა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.