ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობისას 2 მუშა დაშავდა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობისას 2 მუშა დაშავდა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობისას 2 მუშა დაშავდა. როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ობიექტიდან სამშენებლო მასალა - ფიცარი ჩამოვარდა და იქ მყოფ ორ ადამიანს დაეცა, რის შედეგადაც მათ სხეულის დაზიანება მიიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია