ნელი აგირბამ "რუსთავი 2" დატოვა - რა კომენტარს აკეთებს ტელეწამყვანი

ნელი აგირბამ "რუსთავი 2" დატოვა - რა კომენტარს აკეთებს ტელეწამყვანი

ტელეწამყვანი ნელი აგირბა "რუსთავი 2"-ს ტოვებს. ამის შესახებ "კურიერის" წამყვანმა დილის ეთერში თავადვე განაცხადა.

"ჩემთვის დღეს ბოლო გამოშვება იყო. მადლობას ვუხდი მაყურებელს ამ სამი წლისთვის, რომელიც აქ ვიმუშავე და ამ ხნის განმავლობაში საკუთარ ოჯახებში შემიშვეს, ინფორმაციას ჩემგანაც იღებდნენ, იმედია, სასარგებლოც ვიყავი მათთვის" - განაცხადა ნელი აგირბამ დილის "კურიერის" დასრულების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

დილის გადაცემის თანაწამყვანებმა მას წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და მათთვის რთული მოსასმენია ის, რომ ნელი მათთან აღარ იმუშავებს. ტელეწამყვანმა მათ კოლეგებს მადლობა გადაუხადა სურვილებისთვის და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან მოენატრება.

მაყურებელი რა თქმა უნდა, დაინტერესდა, სად გააგრძელებს მუშაობას ტელეწამყვანი. გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ის "იმედზე" გადადის. ტელეკომპანიის დატოვებასთან დაკავშირებით AMBEBI.GE ნელი აგირბას დაუკავშირდა:

- ნელიკო, თქვენი სურვილით დატოვეთ "რუსთავი 2"?

- კი, ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება იყო ეს და მე დავტოვე "რუსთავი 2". სამი წელი ვიმუშავე იქ და ვფიქრობ უკვე ცვლილებების დრო იყო. ამიტომაც დავემშვიდობე მაყურებელს...

- სად გააგრძელებთ საქმიანობას?

- ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ მაქვს. არ მგონია ტელევიზიაში გავაგრძელო მუშაობა. ჯერ დავისვენებ და ამის შემდეგ გადაწყდება, სად გავაგრძელებ საქმიანობას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი