საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას წინასაახალწლოდ რეკომენდაციებით მიმართავს და პიროტექნიკის გამოყენების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, რეკომენდირებულია მოსახლეობამ არ გამოიყენოს პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში.

"ვინაიდან, ახალი წლის ღამეს, მოსახლეობის მიერ ხდება დიდი რაოდენობით პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად იზრდება კონკრეტული პირის, ან შენობა-ნაგებობის დაზიანების საფრთხე, საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ.

იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები, რეკომენდირებულია: არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში; სადღესასწაულო "ასაფეთქებლებს" მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდირეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე; გაეცნოთ პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას; თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

ამასთანავე, მნიშვნელოვნად იზრდება შენობა-ნაგებობების დაზიანების საფრთხეც. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით: არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას; ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.