როგორ აღნიშნეს ახალი წლის დადგომა საქართველოს ქალაქებში

როგორ აღნიშნეს ახალი წლის დადგომა საქართველოს ქალაქებში

2018 წლის დადგომა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განსხვავებულად აღნიშნეს. თბილისში სამ ადგილას მოეწყო საკონცერტო სცენა, სადაც ახალი წლის შესახვედრად მისული მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებმა იმღერეს.

რუსთავში საახალწლო გალა-კონცერში მონაწილეობა ოთო ნემსაძემ, სალომე ბაკურაძემ, დათუნა მგელაძემ, ანანო მჟავიამ, თემურ თათარაშვილმა და "პანჩო" მიიღეს. ქალაქში მოეწყო საახალწლო სოფელი, რომელიც შობის დეკორაციებით, მანათობელი ანგელოზებით, თოვლის ბაბუებით, ნაძვის ხეებით, სასაჩუქრე ყუთებით აწყობილი ნაძვის ხითა და ირმებიანი მარხილით იყო გაფორმებული.

საახალწლო კონცერტი გაიმართა გორსა და ზუგდიდშიც.

მთავარი ფოტო: ახალი წელი ქუთაისში, არჩილ გეგენავა

მიიტანეთ კურსორი ინტერაქციულ რუკაზე გამოსახულ ღილაკებთან და გაიგეთ მეტი საახალწლო ღონისძიებების შესახებ

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი