საქართველოს 9 მოქალაქე "ვიზეარისგან" ითხოვს, ავიაკომპანიამ ლარნაკადან მათი გამომგზავრება უზრუნველყოს

საქართველოს 9 მოქალაქე "ვიზეარისგან" ითხოვს, ავიაკომპანიამ ლარნაკადან მათი გამომგზავრება უზრუნველყოს

საქართველოს 9 მოქალაქე "ვიზეარისგან" ითხოვს, ავიაკომპანიამ ლარნაკადან მათი საქართველოში დაბრუნება უზრუნველყოს. "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი მგზავრი სალომე შონია დაუკავშირდა და განუცხადა, რომ 10 ადამიანიდან, რომლებიც დღეს ლარნაკა-ქუთაისის რეისით უნდა დაბრუნებულიყვნენ, საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთმა მოახერხა. მისი თქმით, ამის მიზეზი აეროპორტის მხრიდან შესაბამისი პროცედურების შეფერხება იყო, თუმცა "ვიზეარმა" აღნიშნული ვითარება არ გაითვალისწინა.

"ეს 10 ადამიანი ლარნაკას აეროპორტში მივედით თავის დროზე, წესების დაცვით, 2 საათით ადრე, თუმცა აეროპორტმა რიგი პროცედურების გატარება დააგვიანა, არ მუშაობდა პასპორტის სკანირების აპარატი. შესაბამისად, მხოლოდ ორმა მათგანმა მოახერხა მგზავრობისწინა პროცედურების გავლა დროულად. მათ "ვიზეარის" წარმომადგენელებს ვითარება აუხსნეს და უთხრეს, რომ კიდევ 8 ადამიანი აღნიშნულ პროცედურებს შეფერხებით გადიოდა, თუმცა გამშვებ პუნქტზე ეს გარემოება არ გაითვალისწინეს. საბოლოოდ ამ 8 ადამიანმა მოასწრო პროცედურების გავლა, თუმცა ისინი ბორტზე არ აუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი ჯერ კიდევ ადგილზე იყო. აეროპორტის თანამშრომელი გოგონა უყვიროდა მათ - თქვენს გამო ესკორტი უნდა გამოვიძახო და შევაყოვნო გაფრენა, რასაც არ ვიზამო. აცხადებდნენ ჩვენს გვარებს და ყურს არავინ იბერტყავდა, ვეუბნებოდით ჩვენ ვართო... აეროპორტი ნუ იღებს მაშინ იმდენ ფრენას, რასაც ვერ გაუმკლავდება. ასევე, სრულიად გულგრილად მოექცნენ ჩვენს მეგობარს, რომელიც არის ორსულად და ნერვიულობის ნიადაზე გულწასულს მხოლოდ წყალი მოუგდეს, ისიც ჩვენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ. როგორ შეიძლება ერთი და იგივე დროს მისული მგზავრების ჯგუფიდან, რომელებიც სინქრონულად მოქმედებდნენ, ორმა მოახერხოს ბორტზე აღმოჩენა და რვამ ვერა?! ამ ორიდან ერთი ბორტიდან გამობრუნდა ჩვენი ამბის გასაგებად და ისიც აღარ დააბრუნეს უკან. შესაბამისად, 9 დავრჩით, ხოლო საქართველოში დაბრუნება მხოლოდ ერთმა შეძლო", - განაცხადა სალომე შონიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი