პატრიარქს თოდუას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა

პატრიარქს თოდუას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს თოდუას კლინიკაში პროფილაქტიკური კვლევა ჩაუტარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, "არსებითი და საგანგებო არაფერი ხდება".

თავის მხრივ, პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

"ერთი კვირის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ეს გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან პატრიარქი იყო გაციებული და იყო ბრონქიტის ეპიზოდი, გადმოვწიეთ ეს გეგმური გამოკვლევა. ყველაფერი კარგად გაკეთდა, გამოკვლევის შედეგები ძალიან კარგია. პატრიარქი ძალიან კარგად არის. თოდუას კლინიკა უკვე დავტოვეთ და ახლა საპატრიარქოში მივდივართ", - განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი