8 იანვარს, თბილისის რამდენიმე რაიონს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ალმასიანის, ბერბუკის, ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, აფაქიძის, კვერნაძის და ფიზკულტურის ქუჩების მცხოვრებლებს;
ვაკის რაიონში, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს:
სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაატა გუგუშვილის და ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 იანვარს, 02:00-დან 06:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 105 აბონენტს ქუმლისციხეში, სეთურნში, გუდაურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
8 იანვარს, 11:00-დან 14:00 საათამდე, 491 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში ნოზაში, აღდგომლიანთკარში, მისაქციელში, ნავაზარსა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.