თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად მოლაპარაკებები ამჯერად ავსტრიის კლინიკასთან მიმდინარეობს

 თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად მოლაპარაკებები ამჯერად ავსტრიის კლინიკასთან მიმდინარეობს

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, პაციენტის სამკურნალოდ უცხოეთში გასაგზავნად მოლაპარაკებები ავსტრიის კლინიკასთან მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადასტურებს ინფორმაციას, რომ გერმანიიდან მათ მიიღეს უარი პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანაზე, თუმცა, მისთვის უცნობია, რა გახდა უარის თქმის მიზეზი.

"ვადასტურებ, რომ გერმანიის კლინიკამ უარი განაცხადა მაჩალიკაშვილის მიღებაზე. არ ვიცი, უარი რით იყო განპირობებული. მოლაპარაკება წარმოებს ავსტრიის კლინიკასთან და ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ", - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ უარი განაცხადა. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, კლინიკამ მიზეზად გადატვირთულობა დაასახელა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი