ავარიას თბილისში 3 ადამიანი ემსხვერპლა - თვითმხილველმა ცეცხლმოდებული მანქანის კადრები გადაიღო

ავარიას თბილისში 3 ადამიანი ემსხვერპლა - თვითმხილველმა ცეცხლმოდებული მანქანის კადრები გადაიღო

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. თუმცა, მგზავრების გადარჩენა ვერ მოხერხდა - ავტომანქანაში მყოფი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

იხილეთ თვითმხილველი მიერ გადაღებული კადრები

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, სოციალურ ქსელში გავრცელდა იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია