გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს

გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს

12-13 წლის ასაკში ბავშვები მშობლებს დიდ თავსატეხს უჩენენ: "ისეთი წყნარი, მშვიდი, ნორმალური ბავშვი იყო, ახლა რა დაემართა? ვეღარ ვცნობთ"... ამ ასაკში ბავშვის ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან ერთად ირღვევა შინაგანი წონასწორობა. ყველაფერი აისახება ბავშვის ხასიათზე, ეს კი მშობლებს აშინებს. ამ პერიოდს ჰქვია გარდატეხის კრიზისული პერიოდი. მოზარდი იწყებს საკუთარი თავის ძიებას და ეძებს კითხვაზე პასუხს - "ვინ ვარ მე? და რატომ ვარ ამ ქვეყანაზე". მიღებულმა პასუხებმა შეიძლება იმოქმედოს მის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა გარდატეხის ასაკის შესახებ, რათა გაგებით მოეკიდონ მოზარდის პრობლემებს და აუცილებლობის შემთხვევაში დროულად დაეხმარონ მათ.

1. აგრესიულობა, გაღიზიანებულობა, ყვირილის მტკივნეულად აღქმა.

12-13 წლის ასაკში მოზარდი შეიძლება გააღიზიანოს ნებისმიერმა წვრილმანმა: დედამ მისცა სხვა კაბა, სხვანაირად შეხედა, არ შეაფასა მისი ჩაცმულობა, მამამ დაუყვირა და ა.შ. ნეგატიურ ემოციებს იწვევს ნებისმიერი კრიტიკა. რჩევა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: მშობლები უნდა აღიჭურვონ მოთმინებით, ერთად და მშვიდად გადაჭრან პრობლემა.

2. საკუთარ თავში ჩაკეტვა, დეპრესია.

მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი ხშირად განმარტოვდება, მას მარტო ყოფნა სურს. ესეც გარდატეხის პერიოდის ერთ-ერთი ნიშანია. ეცადეთ გაესაუბროთ, როგორც თქვენს ტოლს. იყავით ტაქტიანი და დელიკატური. თუ მისი ნდობა მოიპოვეთ, ეცადეთ არ დაკარგოთ. არ დაარღვიოთ მთავარი პრინციპი: ის, რაც გაგანდეს თქვენ, არ უნდა იქცეს სხვა ადამიანებთან განხილვის თემად. თუკი ბავშვმა საიდუმლო გაგანდოთ, ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

3. გაურბის მშობლებთან ერთად დროის გატარებას.

ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. გარდატეხის ასაკში მშობლის ავტორიტეტი შეიძლება კიდეც დაეცეს მის თვალში. მათ უჩნდებათ კერპები თანატოლებს შორის, უჩნდებათ ინტერესი საპირისპირო სქესთან. მეტად იზიდავთ ისეთი შეკრებები, სადაც არ არიან უფროსები. თანატოლებთან დროის გატარებას ვერ აუკრძალავთ. უნდა ეცადოთ, ასეთ დროს ბავშვის თავისუფალი დრო რაციონალურად და მიზანმიმართულად იყოს განაწილებული. შესთავაზეთ სხვადასხვა წრეზე სიარული, რა თქმა უნდა, მისი ინტერესის შესაბამისად. ასეთი აქტივობები უფრო დისციპლინირებულს გახდის, ნაკლებად ექნება თავისუფალი დრო, გაუჩნდება ახალი მეგობრები - რაც დადებითად იმოქმედებს მასზე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი