ტრაგედია ჩხოროწყუში - მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ტრაგედია ჩხოროწყუში - მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ განუცხადა, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. გოგუას ინფორმაციით, მამას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

"გარდაცვლილი მამაკაცი 36 წლისაა. რაც შეეხება ცოლს, ის თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი", - განაცხადა გოგუამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

იხილეთ ვიდეო: ჩხოროწყუში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა - ახალი დეტალები და ექიმის კომენტარი

რა ვითარებაა ქვეყნის მასშტაბით ტყეებსა და მინდვრებში, სადაც ხანძრის ქრობა ამ დრომდე გრძელდება

ახალციხეში დაკარგული 17 წლის ბიჭი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა