გურამიშვილის გამზირზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

გურამიშვილის გამზირზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

გურამიშვილის გამზირზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მან მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია