ავტორი:

უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდე ბავშვმა წერა-კითხვა - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

უნდა იცოდეს თუ არა სკოლამდე ბავშვმა წერა-კითხვა - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

საბავშვო ბაღის შერჩევისას ბევრი მშობელი უპირატესობას ანიჭებს ბაღს, სადაც წინასასკოლო პროგრამა ინტენსიურია და სკოლაში მისვლამდე ბავშვი ბევრ რამეს აითვისებს - მათ შორის, ასოების წერას, შეკრებას, გამოკლებას, უცხო ენებს...

კერძო ბაღების დიდ ნაწილში სკოლამდელი ასაკის ბავშვები სწავლობენ შეკრება-გამოკლებას, ასოების წერასა და კითხვას, ისტორიას, ჭადრაკს, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რამდენად სწორია, დავტვირთოთ ბავშვი სხვადასხვა საგნით სკოლამდე და რა უნდა იცოდეს ბავშვმა 5-6 წლის ასაკში, AMBEBI.GE ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილს ესაუბრა.

"წინასწარ ნასწავლი მასალით მშობლები პირველ კლასში სწავლის მოტივაციას უკარგავენ ბავშვს. ამასთან, ბავშვებს არათანაბარი ცოდნა აქვთ - ზოგი დადის პრესქულში, ზოგი არა, ზოგმა იცის კითხვა, ზოგმა არა და ამიტომ, მოტივაციის ამაღლება ძალიან სჭირს მათთვის, ვისაც უკვე ყველაფერი ნასწავლი აქვს. ის, ფაქტობრივად, იმავე მასალას გადის" - ამბობს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი წინასასკოლო აქტივობა, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ხელის ნატიფი მოძრაობების გასავითარებლად - ხაზების გავლება, მონახაზების შესრულება და არა ასოების წერა.

"შესაძლოა, ბავშვს შეეძლოს ასოების ცნობა, თუმცა კითხვა არ უნდა იცოდეს. ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა არსებობს პრესქულისთვის, რომელიც არ ითვალისწინებს სკოლის პირველ და მეორე კლასის მასალას. უნდა იყოს თამაშზე, ხატვასა და გაფერადებაზე ორიენტირებული. ამ თვალსაზრისით, ჩვენთან ძალიან სერიოზული პრობლემაა პრესქულებში, რადგან მშობლების მოთხოვნაა, ბევრი რამ ისწავლონ ბავშვებმა, რაც არასწორია. ბავშვს ვართმევთ თამაშის დროს და მოტივაციას საფრთხეს ვუქმნით," - ამბობს ნატა მეფარიშვილი.

რაც შეეხება უცხო ენას, ფსიქოლოგი აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მეორე ენის სწავლა სკოლამდელ ასაკში, უცხო ენა კი მხოლოდ მას შემდეგ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რაც ქართულ ენას კარგად აითვისებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი