მალხაზ მაჩალიკაშვილი: "არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა"

 მალხაზ მაჩალიკაშვილი: "არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა"

ჩემს ქართველ დებთან და ძმებთან რაღაც შუღლი მქონდეს, რაღაც ბრძოლა იქნეს წამოწყებული, მე ეს არ მინდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, "ამ გაუგებრობაში სახელმწიფოა დამნაშავე და არა მოსახლეობა".

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი განმარტავს, ისინი ითხოვენ, რომ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება მოხდეს.

"ჩეჩნეთი 1 მილიონით რუსეთის 146-მილიონიან იმპერიას ებრძოდა, მაგრამ მიუხედავად ამ სიმცირისა ებრძოდა. მე არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ წავიდე. თუნდაც 10 შვილი რომ დავკარგო, მე ეს არ მინდა, თუმცა ნუ გამხდიან იძულებულს. მე არაფერს ვითხოვ. როგორც დაღუპეს ჩემი შვილი, ისე წაიყვანონ ბერლინის კლინიკაში, ან აალაპარაკონ, ან რაღაც თქვან, ან ეშინიათ იმის, რომ ამ ბიჭს სადღაც რაღაც ჰქონდა გაგონილი და იმიტომ გაწირეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ინფორმაციით, მათ გუშინ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღეს თანხმობა, რომ კლინიკა მათი დაჭრილი შვილის მიღებისთვის მზად არის. მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისის სამედიცინო დაწესებულებასთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა, სურს მისი შვილი უკეთეს ადგილზე გადაიყვანოს.

მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროდან უმალავდნენ, რომ გერმანული კლინიკა პაციენტის მიღებაზე თანახმა იყო, დამალვის მიზეზად კი სხვადასხვა უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ან მატერიალურ მხარეს ასახელებს.

"5 იანვარს ბერლინში მოხდა კლინიკის შერჩევა, გადაეგზავნათ ჩემი შვილის მონაცემები, თუმცა, მეორე დღეს მივიღეთ პასუხად უარი, გადატვირთულობის გამო. შემდეგ ავსტრიაში გადავაგზავნეთ საბუთები და იქიდანაც უარი მოგვივიდა პასუხად. დარჩა ერთ-ერთი კლინიკა თურქეთში, რომელიც არ განსხვავდება თბილისის კლინიკისგან. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდი კლინიკაა, მაგრამ მე ვცდილობ ბავშვი უკეთეს ადგილზე გადავიყვანო. შემდეგ გერმანიაში დავურეკე ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს გერმანიაში და ვთხოვე გადაემოწმებინათ იმ კლინიკაში ინფორმაცია, თუ რატომ თქვეს უარი, ან თქვეს თუ არა საერთოდ უარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი.

მეც ველაპარაკე გერმანიის საავადმყოფოს წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ ინვოისი გადმოვაგზვნეთ და იმ დღიდან პაციენტს ველოდებითო. დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში. აღნიშნული ინფორმაცია დამიმალა თავიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. მათ არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აღნიშნული კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ გააკეთა. მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, უწყებამ გერმანიის "შარიტეს" კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი