როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში

როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაგეგმილად, 15 იანვარს განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყების თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"ეს სრული აბსურდია და სინამდვილეს არანაირად არ შეესაბამება. მინდა მივმართო იმ პირებს, ვინც მსგავსი სახის დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ წინასწარ გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებში ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც აპირებენ, ვინაიდან, ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება და სიმართლეს არ შეესაბამება. სწავლის პროცესი იმ ვადებში დაიწყება, რა ვადებშიც იყო დაგეგმილი", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი