შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია

შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. მეტეოროლოგის კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

"დღის მანძილზე ტალღის სიმაღლე აღარ მოიმატებს. ქარის სიჩქარე დაიკლებს. დღის ბოლოს გამოიდარებს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი", - აცხადებს კობა ფარტენაძე.

ამასთან, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯვრის უღელტეხილზე მყოფი ავტომანქანების დასახმარებლად კობის მხრიდან ოპერატიულად მივიდა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ეკიპაჟი, გუდაურის მხრიდან კი გზის გასაწმენდად შევიდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გრეიდერი.

"ამ დროისთვის ყველა მგზავრი გადმოყვანილია გუდაურის მიმართულებით და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. სპეცტექნიკასთან ერთად ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20-მდე მაშველი", - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ზვავსაშიშროება არ არის, თუმცა დაწესებული რეჟიმები ძალაში რჩება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი