"სესხის ამომღები კომპანიები საერთო ბაზებს ქმნიან და მონაცემებს ცვლიან, რადგან უფრო მეტი რესურსით შეძლონ სესხების ამოღება" - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" პრობლემურ მსესხებელთა ასოციაციის პროექტების მართვისა და აუდიტის დეპარტამენტის მენეჯერმა, ალექსანდრე ადამაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, კვლავ გრძელდება მსესხებელთა მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ერთიანი ბაზების შექმნაც, რადგან სესხის ამომღებმა კომპანიებმა უფრო მეტი პირის იდენტიფიცირება შეძლონ, მეტ მსესხებელს დაუკავშირდნენ და თანხები მუქარით ამიღონ.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ სესხის ამომღები კომპანიები ქმნიან ერთიან ბაზებს, ცვლიან საკუთარ ბენეფიციართა მონაცემებს, რათა შეძლონ დამატებითი პირების იდენტიფიკაცია. შესაბამისად უფრო მეტ მსესხებელთან, მათ ახლობლებთან, მეზობლებთან მოახერხებენ დაკავშირებას და თანხების მუქარით თუ სხვა საშუალებით ამოღებას.