ძლიერი ქარი, ნისლი და თოვლი... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ძლიერი ქარი, ნისლი და თოვლი... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, უმეტესად - ნალექიანი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე აღინიშნა წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან - ძლიერი. ქროდა ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში აღინიშნა ქარბუქი. ღამის საათებში ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო დაიკეტა გუდაური - კობის გზის მონაკვეთი.

მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები - ქობულეთი - 18 მ/წმ, ქუთაისი - 16 მ/წმ, ბაკურიანი - 21 მ/წმ, გორი, დევდორაკი, კობი - 17 მ/წმ, ჯვრის უღელტეხილი - 18 მ/წმ, გუდაური (სნოუ პარკი) - 21 მ/წმ, ბოლნისი, თელავი, თბილისი (ვაშლიჯვარი), - 20 მ/წმ, დღეს დღის განმავლობაში ქარი შენარჩუნდება, ნაკლები სიძლიერით.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლია მოსალოდნელი. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +2, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.

13-14 იანვარს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების ავტომატური სადგურები და ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომლებიც არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ ოპერატიულ რეჟიმში გადაცემს მონაცემებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალიტების მიერ მეტოროლოგიურ პირობებზე დაკვირვება 24- საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სააგენტოს სპეციალიტების ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან იღებენ ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი