თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი ოჯახში გადაასვენეს - ფოტო და ვიდეოკადრები სოფელ დუისიდან

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი ოჯახში გადაასვენეს - ფოტო და ვიდეოკადრები სოფელ დუისიდან

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაასვენეს. მაჩალიკაშვილების ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ.

19 წლის თმირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. ახალგაზრდას ხვალ, შუადღეს დაკრძალავენ.

ნახეთ ვიდეო

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ფოტო: ნათია წითელაური

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი