"ბიტკოინი არ არის რაციონალური ვალუტა" - რას წერს ეკონომიკის პროფესორი კრიპტოვალუტის შესახებ

"ბიტკოინი არ არის რაციონალური ვალუტა" - რას წერს ეკონომიკის პროფესორი კრიპტოვალუტის შესახებ

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიტკოინის შესახებ წერს. "ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"შესავალში შეგახსენებთ ფულის განმარტებას: "ფული არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ერთდროულად (simultaneously) შეუძლია ღირებულების საზომის, გადახდის, გაცვლის და დაგროვების ფუნქციების შესრულება."

ამ განმარტებაში ყველაზე მთავარია სიტყვა ერთდროული (simultaneous) და არა ფუნქციების მექანიკური ჩამონათვალი.

ფულს, როგორც ეროვნულ ვალუტას, გააჩნია ერთდროულად (simultaneously) გამოყენების ოთხი ალტერნატივა, რითაც ის განსხვავდება ყველა სხვა ფინანსური აქტივისგან.

ბიტკოინი არ წარმოადგენს არც უცხოურ ვალუტას, არამედ ბიტკოინი არის მაქსიმუმ ციფრული (digital) ვალუტა, რომლის გამომუშავებაში წარმოების ფაქტორის როლს ასრულებს მხოლოდ ციფრული ინფორმაცია.

ე.ი. ეკონომისტის ენაზე, ბიტკოინის წარმოების ფუნქციაში ცვლადების სახით ვერ გამოვიყენებთ ვერცერთ რაოდენობრივ წარმოების ფაქტორს - ვერც კაპიტალს, ვერც სამუშაო ძალას და ვერც ბუნებრივ რესურსს, არამედ მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

ბიტკოინი შეიძლება განხილულ იქნეს ფინანსურ ინსტრუმენტად, მაგრამ ის სუვერენული ფული ვერასოდეს გახდება.

ბიტკოინის უკან არ დგას არცერთი სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ მის უკან სავსებით შესაძლებელია, რომ იდგეს საერთაშორისო მაფიოზური სინდიკატი, რომლისთვისაც ციფრული ვალუტა ხელუხლებელ პლატფორმას წარმოადგენს ფულის გათეთრების და გადასახადების გადამალვის მიზნით.

განაგრძეთ კითხვა

წულუკიანის უწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღებას იწყებს

ვინ არის პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

რა უნდა გააკეთდეს, ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღის პიკური მაჩვენებლების თავიდან ასაცილებლად და იგეგმება თუ არა რადიკალური ზომები? - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?