თბილისის უბნები და სოფლები, სადაც დღეს დენი გაითიშება

თბილისის უბნები და სოფლები, სადაც დღეს დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის, სოფელ დიღომში "ნატბეურების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, კვანტალიანისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 13:00 საათამდე - სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის და გიორგი ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:30-დან 17:00 საათამდე - ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზის და მამისაანთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:00-დან 16:00 საათამდე კი - დიღმის მასივის V კვარტალს; 10:00-დან 12:00 საათამდე - ალეკო გობრონიძის ქუჩას; 12:00-დან 14:00 საათამდე - კახეთი გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური დიდი ლილოსა და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, დღეს, 08:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება შეეხება 155 აბონენტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, სნო; 11:45-დან 15:00 საათამდე - 663 აბონენტს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტუშურები, იარაჯულები, ვერხველი, წიკვლიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე - 882 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მლაშე, საშაბურო, ნაგლიაანი, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი