საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქართველი მხატვრის ფენომენალური ნახატები, რომელიც ფოტოები გეგონებათ - ინტერვიუ "ფანქრის ჯადოქარ" გურამ დოლენჯაშვილთან

09:34 / 12-01-2018

"მო­ემ­ზა­დეთ სრუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი შო­კის­თვის! ძნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ ამ საქ­მე­ში ადა­მი­ა­ნის ხელი ერი­ოს, არა­და ადა­მი­ან­მა და­ხა­ტა!" - ამ სი­ტყვე­ბით გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ხა­ტე­ბი, რო­მე­ლიც 75 წლის ქარ­თველ მხატ­ვარს, გუ­რამ დო­ლენ­ჯაშ­ვილს ეკუთ­ვნის. ქუ­თა­ის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი, 20 წელ­ზე მე­ტია სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობს - მისი ნა­ხა­ტე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლი იყო აშშ-ში, ინ­გლის­ში, საფ­რან­გეთ­ში, შვე­დეთ­ში, ავ­სტრი­ა­ში; მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ინა­ხე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მებ­სა და კერ­ძო პირ­თა კო­ლექ­ცი­ებ­ში.

AMBEBI.GE-ს მკი­თხველს "ფან­ქრის ჯა­დო­ქარ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ვთა­ვა­ზობთ:

- ხუთ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ მხატ­ვარს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე სა­ხელ­დე­ბით... "და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ეს ადა­მი­ა­ნის ხელ­მა შექ­მნა" - თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა და თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით თქვენს ნა­მუ­შევ­რებს?

- ეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ქება მეს­მის სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან... სტუ­დენ­ტო­ბი­დან დღემ­დე უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა მქო­ნია, ჯილ­დო და პრე­მია მი­მი­ღია, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს მი­მიქ­ცე­ვია. ეს მხო­ლოდ ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო და დიდი სტი­მუ­ლი, უკე­თე­სად მე­ხა­ტა. ხალ­ხის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემი ნა­ხა­ტე­ბის მი­მართ უბ­რა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას: იშ­ვი­ა­თად უნ­დათ შრო­მა. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს ტენ­დენ­ცია, რომ ათას­ნა­ი­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით და რაც შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად შექ­მნან ვი­თომ რა­ღაც შე­მოქ­მე­დე­ბა. ამი­სათ­ვის აკე­თე­ბენ პერ­ფო­მან­სებს, ღე­ბა­ვენ ცო­ცხით უზარ­მა­ზარ ტი­ლო­ებს. რაც უფრო სა­ში­ნე­ლი იქ­ნე­ბა, მით უკე­თე­სი. და რა­ტომ­ღაც "თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას" არ­ქმე­ვენ...

სე­რი­ი­დან "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი"

გა­საკ­ვი­რია ის, რომ ასე­თი "ორ­სა­ა­თი­ა­ნი შე­დევ­რე­ბით" გა­ჯე­რე­ბუ­ლია "სოტ­ბი­სა" და "კრის­ტის" აუქ­ცი­ო­ნე­ბი. ზო­გი­ერ­თი ას მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად იყი­დე­ბა... ასეთ ვა­კხა­ნა­ლი­ა­ში მკვეთ­რად გა­მო­ი­ყო და შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და ჩემი კლა­სი­კუ­რი, აკა­დე­მი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი. ჩემ ნა­ხა­ტებს მე ვერ შე­ვა­ფა­სებ. ყვე­ლა­ზე კარ­გი შემ­ფა­სე­ბე­ლია დრო! ვნა­ხოთ, ასი-ორა­სი წლის შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა, თუ შე­მორ­ჩა ის­ტო­რი­ას, ესე იგი კარ­გი ყო­ფი­ლა...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად ძლი­ე­რი სკო­ლა და ტრა­დი­ცი­ე­ბი იყო მხატ­ვრის­თვის, რო­დე­საც თქვენ იწყებ­დით?

- მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, იმ დროს ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში (1962-1968) როცა პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ოდ­ნენ მსოფ­ლიო დო­ნის კო­რი­ფე­ე­ბი: სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძე, აპო­ლონ ქუ­თა­თე­ლა­ძე, უჩა ჯა­ფა­რი­ძე, ლადო გრი­გო­ლია, ფარ­ნა­ოზ ლა­პი­აშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ კან­დე­ლა­კი... მე­სა­მე კურ­სზე ხატ­ვას მას­წავ­ლი­და პე­ტერ­ბურ­გის ლე­გენ­და­რუ­ლი პე­და­გო­გი ვა­სილ შუ­ხა­ე­ვი (იგი ბოლო წლებ­ში თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად), რო­მე­ლიც პაბ­ლო პი­კა­სოს ახლო მე­გო­ბა­რი იყო.

"ზამ­თა­რი იმე­რეთ­ში"

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს სამი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია არ­სე­ბობ­და: ლე­ნინ­გრა­დის, რი­გის და თბი­ლი­სის. როცა მოს­კო­ვის მა­ნეჟ­ში დიდი სა­კავ­ში­რო გა­მო­ფე­ნე­ბი ეწყო­ბო­და, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და მათი შე­ჯიბ­რი. მე ვარ მოწ­მე იმი­სა, რომ ჩვე­ნი აკა­დე­მია ყო­ველ­თვის მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­ში იდგა. მეს­მო­და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი ჩვე­ნი მხატ­ვრე­ბის მი­მართ... ძა­ლი­ან მი­ხა­რია ჩვენს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას რე­კონ­სტრუქ­ცია რომ უტარ­დე­ბა და ასე ლა­მაზ­დე­ბა, მაგ­რამ ვი­ტყვი იმას, რთუ­ლია ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის აკა­დე­მია შე­იქ­მნას, რო­გო­რიც ჩემს დროს იყო. ალ­ბათ ახ­ლან­დე­ლი აკა­დე­მი­ის პე­და­გო­გე­ბი ჩემს მო­საზ­რე­ბას და­ე­თან­ხმე­ბი­ან კი­დეც.

- 20 წელ­ზე მე­ტია სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობთ... ევ­რო­პა­სა და უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მეტრს გი­წო­დე­ბენ... თუ მი­ე­ცე­მა ქარ­თველ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა მე­ტად გა­ეც­ნოს თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას?

- სრუ­ლე­ბი­თაც არ ვა­პი­რებ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას. ქუ­თა­ის­ში მშვე­ნივ­რად ვი­ყა­ვი მო­წყო­ბი­ლი. მქონ­და კარ­გი სა­მუ­შაო გა­რე­მო, დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ხე­ლოს­ნო. თუკი ვინ­მე უცხო ჩა­მო­ვი­დო­და ქუ­თა­ის­ში, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჩემ­თან მო­ყავ­დათ. სა­ხე­ლოს­ნო­ში იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი იმე­რუ­ლი ხისა და თი­ხის ჭურ­ჭლის მდი­და­რი კო­ლექ­ცია. სტუმ­რებს ვაჩ­ვე­ნებ­დი სლა­ი­დებს, გა­და­ღე­ბულს შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ვუყ­ვე­ბო­დი ჩემს სა­ხი­ფა­თო თავ­გა­და­სავ­ლებს, რო­გორ ვნა­დი­რობ­დი ვე­შა­პებ­ზე და ზღვის ლო­მებ­ზე...

ეს იდი­ლია და­მერ­ღვა თბი­ლი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ. და­ი­სად­გუ­რა წყვდი­ად­მა ქა­ლაქ­ში. ვცდი­ლობ­დი მბჟუ­ტა­ვი ლამ­პი­სა და სან­თლის შუქ­ზე მე­მუ­შა­ვა. მა­ინც შევ­ქმე­ნი სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი კომ­პო­ზი­ცია "სა­ქარ­თვე­ლო 1992", რო­მე­ლიც ჯერ არა­ვის უნა­ხავს. მუ­შა­ო­ბის დროს ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია დიდი შუქი, რომ და­ვი­ნა­ხო გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შის იქით რო­გორ ლაგ­დე­ბა უწ­მინ­დე­სი, მკრთა­ლი შტრი­ხე­ბი. ამი­ტო­მაც ფაქ­ტი­უ­რად გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი დიდი ხნით...

მთვა­რის სო­ნა­ტა

ჩემი ქვეყ­ნი­დამ წას­ვლა იძუ­ლე­ბი­თი იყო. რამ­დე­ნი­მე წელი გა­ვა­ტა­რე მოს­კო­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით სახლ "ჩე­ლი­უს­კინ­ში". იქ მშვე­ნი­ე­რი პი­რო­ბე­ბია მხატ­ვრის­თვის. არის ოფორ­ტი­სა და ლი­ტოგ­რა­ფი­ის კარ­გი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კერ­ძო გა­ლე­რე­ებ­ში და მუ­ზე­უ­მებ­ში საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა გა­და­სახ­დე­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ყვე­ლა გა­ლე­რეა მიწ­ვევ­და. სა­ზღვარ­გა­რეთ ამ ხნის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო. ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მებ­სა და გა­ლე­რე­ებ­შია და­ცუ­ლი, მაგ­რამ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად მიც­ნო­ბენ...

სე­რი­ი­დან "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი"

მე უკვე აქ ვარ, მე­სა­მე წე­ლია თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. მარ­თა­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მივ­ლი­ნე­ბე­ბი და სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლა მი­წევს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დავ­ბრუნ­დი და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბაც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნე. პირ­ვე­ლი სა­ან­გა­რი­შო გა­მო­ფე­ნა, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბი­დან 20 წლის თავ­ზე, თბი­ლის­ში, მხატ­ვრის სახ­ლში 1988 წელს მო­ე­წყო და მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია. ბუ­ნებ­რი­ვია ვფიქ­რობ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თო დიდი სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ფე­ნა. მარ­ტში მის­რულ­დე­ბა 75 წელი. რა თქმა უნდა, დროა ჩემი ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით და წლე­ბის მან­ძილ­ზე სხვა ქვეყ­ნებ­ში შექ­მნი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით, სამ­შობ­ლო­ში ამ დიდი და ახა­ლი გა­მო­ფე­ნით დავ­ბრუნ­დე...

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

გაზიარება
ტეგები:
#ფანქრის ჯადოქარი
#გურამ დოლენჯაშვილი
მკითხველის კომენტარები /54/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3
0
საოცრება, მართლა საოცრება... და ასეთ ადამიანს საკუთარ ქვეყანაში რომ არ დააფასებენ ჯეროვნად, სამარცხვინო და აღმაშფოთებელია. ბრავო ავტორს, ბრავო!
12:16 / 27-01-2019
გამოხმაურება //
შორეული
9
1
ჩემი დიდი პატივისცემა ბ-ნ გურამს! გასული საუკუნის 20-ანი წლებიდან ისეთმა ტენდენციებმა იჩინა თავი, როცა ხელოვნების შედევრად ცხადდება ჩვეულებრივი პისუარი (დიუშანი, "შადრევანი"), იატაკზე დაგდებული შეშის ორი ნაპობი (ნიუ იორკის The Museum of Modern Art), ველოსიპედიდან მომძვრალი ბორბალი (ფილადელფიის ხელოვნ. მუზ.), წრეზე დამსხდარი სტუდენტები ერთმანეთის ფურთხებაში იღებენ თბილისის სამხატვრო აკადემიის დიპლომს... ცხადია, დოლენჯაშვილის შემოქმედება "ამოვარდნილია" ამ ყველაფრიდან და იწვევს აღფრთოვანებას, როგორც ძველი, ჭეშმარიტი ხელოვნების ნოსტალგია...
13:35 / 11-01-2019
გამოხმაურება //
darejani
2
1
ძალიან მომეწონა ნეტა როდისიქნებაგამოფენა?
13:30 / 11-01-2019
გამოხმაურება //
halagaji
1
0
მშორმელი,ნიჭიერი,ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები საზღვრებს გარეთ, ხოლო მოღალატეები,ლაჩრები,გაუმძღარნი, კუდაბზიკიები, ამპარტავნები აქ ბოგინობენ და სისხლს გვწოვენ.აი ამას ქვია საქართველო?!! ასე იყო უწინ, ახლაც ასეა და იქნება ალბათ ასე სულ.
13:15 / 11-01-2019
გამოხმაურება //
მზია
4
0
საოცარას რეალისტურია - ნუთუ ადამიანის ხელსაც შეუძლია ბუნების მსგავსი სილამაზის შექმნა?
12:53 / 11-01-2019
გამოხმაურება //
სასოწარკვეთილი
9
0
ბრავო მაესტრო !
12:25 / 11-01-2019
გამოხმაურება //
კუსა
10
0
სასწაულია...სიტყვები არ მყოფნის იმდენად ნატურალურად გამოიყურება...იციტ რას მაგონებს?, მთვარის შუქზე დანახულ სოფელს. მე ყოველთვის გრაფიკა უფრო მომწონდა, ვიდრე ფერწერა...გრაფიკაში უფრო მეტი დახელოვნებაა საჭირო, უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი...ეს არაჩვეულებრივია...არფრთოვანებული ვარ!!!
12:19 / 11-01-2019
გამოხმაურება //
ნანა
5
0
თვალებს არ ვუჯერებ, საოცრებააა, გაიხარეთ
23:15 / 12-08-2018
გამოხმაურება //
თეიმურაზი
32
0
სამწუხაროდ სამშბლოში ნაკლებად ცნობილი გენიოსი.
13:31 / 17-04-2018
გამოხმაურება //
ცარო სოფრომაძე
18
0
ბატონი გურამი უკეთილშობილესი და უნიჭიერესი ადამიანია !ის საქართველოს წიაღჰში აღმოცენებული თვითნაბადი ოქროა ! ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული დაფასება და ხელშეწყობა ჭირდება! ქართველებო გამოვხატოთ მოწიწება ! ის გენიალურია!
10:19 / 16-04-2018
გამოხმაურება //
თინათინ
10
0
ეს რა ვნახე! ამის არ გამოფენა დანაშაულია.
09:57 / 16-04-2018
გამოხმაურება //
რუსუდანი
4
0
აღვფრთოვანდი თქვენი შემოქმედებით. მსგავსი არ მინახავს.აუცილებლად გააკეთეთ გამოფენა .
18:36 / 06-02-2018
გამოხმაურება //
lali
19
0
მართლაც საოცარი ნახატებია, აღფრთოვანებული ვარ
02:44 / 23-01-2018
გამოხმაურება //
თემური
9
0
საოცრებაა. ასეთი რამ არ მინახავს. ეს არ არის მარტო დიდი შრომის შედეგი. ეს ღვთიური ნიჭია.
05:37 / 19-01-2018
გამოხმაურება //
ლია
3
0
ყველაფერს სახსრები ჭირდება.. ამდენ სიკეთეს აკეთებს ფონდი ქართუ და, იქნებ ამ უნიჭიერეს ადამიანსაც დაუფინანსოს გამოფენა?
04:20 / 18-01-2018
გამოხმაურება //
უცნობი
8
0
ბატონო გურამ,თქვენ გენიოსი ბრძანდებით და მეამაყება,რომ ქართველი ხართ!
02:52 / 17-01-2018
გამოხმაურება //
თამარი
7
0
რა სილამაზეა, ბუნებრიობა.
შედევრია აბა რააა და როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანის და მისი შემოქმედების პოპულარიზაცია არ ხდება საქართველოში. ეს ხომ არ არის მავანი :(
02:25 / 17-01-2018
გამოხმაურება //
ზსს
2
0
უძლიერესია. ერთადერთი ვისიც "მშურს" არის შემოქმედებითი ადამიანი. სწორად შემოქმედი და მართლა ღირებულის შემქმნელი. უბრალოდ მარტო ზამთრის ხედები რატო გვაჩვენეთ სხვა ნახატებიც.
09:25 / 16-01-2018
გამოხმაურება //
ზსს
6
0
რამ გაყო თბილისი და ქუთაისი? მე თელაველი ვარ და ისევე მეამაყება ქუთაისი, როგორც თბილისი და თელავი. ეს ხელოვანი მთელს საქართველოს ეკუთვნის, საქართველოს დედაქალაქი კი არის თბილისი. რა არის ამაში დასაძრახი.
09:23 / 16-01-2018
გამოხმაურება //
მარინა
1
0
ამერიკაში რომ წასულიყო ,ალბათ მიაქცევდა ქართული პრესა ყურადღებას და რუსეთში აბა.... 90-იანი წლების მსხვერპლი ინტელიგენტი....
07:29 / 15-01-2018
გამოხმაურება //
ნანო
4
0
მოუთმენლად მელოდები გამოფენას თბილისში!


04:09 / 15-01-2018
გამოხმაურება //
romeo
5
0
საოცარია ნამდვილად, წარმატებები!
03:59 / 15-01-2018
გამოხმაურება //
კატო
4
0
უდიდესი მადლობა იმ სიამოვნებისთვის რაც კომპიუტერის ეკრანიდან გადმოგვცა თქვენმა ნახატებმა. დაველოდებით გამოფენას!
02:48 / 15-01-2018
გამოხმაურება //
იზა
3
0
ასეთი უბადლო, საოცარი ნახატების ხილვით დიდი სიამოვნება მივიღე. მადლობა, ბატონო გურამ, გამოფენაზე ჩამოვალთ
ბორჯომიდან
02:24 / 15-01-2018
გამოხმაურება //
ია ხაჭაპურიძე
8
0
ბატონი გურამის საოცარ შემოქმედებას ბავშვობიდან ვიცნობ,ჟურნალ"საბჭოთა ხელოვნებაში" დაბეჭდილ მის ნახატებს ვჭრიდი და ვინახავდი, მწერალმა თეიმურაზ ლანჩავამ გაზეთ"უქიმერიონში" კარგა ხნის წინ ლექსი "თბილი ზამთარი" მიუძღვნა და მისი ნახატებიც დაბეჭდა. ჩემი მშობლების, სულიკო ხაჭაპურიძისა და ვენერა კირთაძის დამსახურებაა, რომ ბატონ გურამს და მის შემოქმედება პატარაობიდან ვიცნობ და საერთოდ, ხელოვნების თავანისმცემელი ვარ... შეიძლება ახალგაზრდა თაობამ არ იცის ვინ არის გურამ დოლენჯაშვილი, თორე, საშუალო და უფროსი თაობის წარმომადგენელთა უმეტესობა იცნობს და პატივს სცემს მას. ყოველ შემთხვევაში,მე ასე მგონია და ასეც უნდა იყოს. არ იცნობდე ამ გენიას, სულ მცირე, სახელმწიფოს სირცხვილია, რომელიც ვინ იცის ვის და რას ( უკაცრავად და ) "გვტენის" რადიო-ტელევიზიით... დღეგრძელობა თქვენ, ბატონო გურამ! შემოქმედებითი სიხარული და ბედნიერება, საქართველოს კი თქვენი შემოქმედების სიყვარულს, დაფასებას და მისით ტკბობას ვუსურვებ!
17:02 / 14-01-2018
გამოხმაურება //
რეალობა
1
2
ჩამოდით მერე ქუთაისში და ნახეთ, მაგრამ თქვენ ხომ რაღაც აბსურდულ სვეცკების ნახატებს ათვარიერებთ თბილისში; არ იცოდით და მე მგონი ამასაც წაიღებთ თბილისში. ტეხავს არა ქუთაისში ჩამოსვლა?
14:58 / 14-01-2018
გამოხმაურება //
euhhh
2
0
es naxatebia kiara ragac upro cocxali mgonia.martla ver warmomedgina aseti ramis sheqmna panqrit tuiyo shesazlebeli.imdenad cocxalia titeul naxatshi shesvla mominda....bravooooooo........
09:15 / 13-01-2018
გამოხმაურება //
magalitad
7
0
თქვით, რომ კაცი ხატავს ფანქარში ზამთარს და მზით არის სავსე ნახატი. მადლობა მას ასეთი კეთილი ხელოვნებისთვის )
08:35 / 13-01-2018
გამოხმაურება //
ubralod Tbiliseli
1
0
გენიოსია! მისი არაჩვეულებრივი მხატვრობა აუცილებლად უნდა ნახოს დიდმა და პატარამ, ალბომიც უნდა გამოიცეს, რომ დამწყებმა მხატვრებმა ნახონ, რა შეუძლია ნამდვილ გრაფიკოსს! აღრფროვანებული ვარ და მადლობას ვუხდი განგებას რომ ჩვენს პატარა ქვეყანას ასეთი ნიჭიერი ადამიანები ყავს! ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივი ნახატების ავტორს!
08:31 / 13-01-2018
გამოხმაურება //
გაიღვიძე მინისტრო, განთიადია.
7
0
კულტურის სამინისტროს თვალები სადაა აქვს?
ასეთი ნამუშევრები სადაა საქართველოში, ერთი კარგი გამოფენა მოუწყონ, რა იქნება.
08:28 / 13-01-2018
გამოხმაურება //
me momwons
0
4
ეს რაგაც საოცრებაა. ტუმცა მეორეს მხრივ არის კი საცჰირო ამ დონის სიზუსტიტ ხატვა/. ამისტვის ხომ პოტოაპარატი არსებობს.
07:26 / 13-01-2018
გამოხმაურება //
irma
1
0
მიტხარით ვინმემ რა ვთქვა
05:56 / 13-01-2018
გამოხმაურება //
kix
5
0
რომ ვთქვა, მხატვრობაში კარგად ვერკვევიო,დიდი ტყუილი გამომივა, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ, ბრმასაც კი გააოცებს.მართლაც სირცხვილია, რომ ასეთი გენიოსების ნამუშევრებს არ ვიცნობთ.ბატონო გურამ, კიდევ დიდი ხნის ნაყოფიერ ცხოვრებას გისურვებთ!
05:40 / 13-01-2018
გამოხმაურება //
m.k.
2
0
გაიხარეთ ბატონო გურამ. გეგონება ფოტოაპარატით არის გადაღებული ისეთი სილამაზეა
04:24 / 13-01-2018
გამოხმაურება //
დათა
3
0
მრცხვენია რომ აქამდე ბატონ გურამის შემოქმედებას არ ვიცნობდი. მეამაყებით.
04:13 / 13-01-2018
გამოხმაურება //
ვალერი
1
0
ქართული ნიჭის კიდევ ერთი გამოვლინებაა. საქართველო ნიჭიერთა ქვეყანაა, მაგრამ ნიჭს ხელშეწყობა რომ არ აქვს, ამას ადასტურებს ბატონი გურამის 20 წლით ქვეყნიდან "გადახვეწა", რაც ხელისუფლების ნიჭიერებაზე არ მეტყველებს.
03:14 / 13-01-2018
გამოხმაურება //
სიტყვა
1
0
გენიოსები საქართველოს არ ჭირდება! მხოლოდ ბელადები და კერპები..
02:58 / 13-01-2018
გამოხმაურება //
გია
0
0
ამ ნახატების შეფასება სიტყვებით არ შეიძლება. არცერთი სიტყვა არ იკმარებს შენში ჩახატული განწყობების გამოსაჩენად და ეს ძალიან კარგია.დიდი ხელოვნების სიტყვებამდე, რაღაც წინადადებამდე დაყვანა ზედმეტად თავგამოდებაა.
00:21 / 13-01-2018
გამოხმაურება //
კარგია.
2
0
რა სასწაული ნახატებია!ვუყურებ და ბავშვობის თოვლიანი სურათები თვალწინ დამიდგა. რა ცოცხალი სურათებია.თითქოს ხელს მოკიდებ ფაფუკ თოვლს და მოეფერები. გამოფენა როდია იქნება ნეტა?
16:48 / 12-01-2018
გამოხმაურება //
ნინო
2
0
ღმერთო ჩემო რა სიგიჟეააააააა, სიტყვებს ვერ ვპოულობბბ
16:40 / 12-01-2018
გამოხმაურება //
კ ო მ ბ ლ ე
2
0
ფანტასტიკურია!
რა ნერვები უნდა გქონდეს და დრო ესე რომ დახატო, თუმცა საქმის სიყვარული ყველაფერს შეძლებს.
16:31 / 12-01-2018
გამოხმაურება //
კარგია.
1
0
რა სასწაული ნახატებია!ვუყურებ და ბავშვობის თოვლიანი სურათები თვალწინ დამიდგა. რა ცოცხალი სურათებია.თითქოს ხელს მოკიდებ ფაფუკ თოვლს და მოეფერები. გამოფენა როდია იქნება ნეტა?
16:28 / 12-01-2018
გამოხმაურება //
nino
3
0
ღმერთო, რა სილამაზეა, ბავშვობა გამახსენდა.
14:58 / 12-01-2018
გამოხმაურება //
kato
0
0
მაგიტომაა კარგი )
14:48 / 12-01-2018
გამოხმაურება //
ნათი
2
0
რა სილამაზეა! უნიკალური ნამუშევრები...
13:58 / 12-01-2018
გამოხმაურება //
მარინე
3
0
ძალიან მომეწონა,აღფრთოვანებული ვარ.
13:23 / 12-01-2018
გამოხმაურება //
ლელა
0
0
კარგია, მეგრამ ფოტო არ მეგონებოდა.
12:22 / 12-01-2018
გამოხმაურება //
ტოტო
2
0
ძალიან შთამბეჭდავია.
12:11 / 12-01-2018
გამოხმაურება //
Mariami
0
0
ეს ნახატები საოცარ განწყობას ქმნის. სიამოვნებით დავკიდებდი ნებისმიერ მათგანს სახლში, მაგრამ ალბათ ძალიან ძვირი ღირს . . .
11:56 / 12-01-2018
გამოხმაურება //
ლია
2
0
აი ეს არის ხელოვნება.
11:35 / 12-01-2018
გამოხმაურება //
ლიახვისპირელი
1
0
აი,ნამდვილი ხელოვნება, ჭეშმარიტი შემოქმედება! სხეულის ნაწილებით ნადღაბნს "თანამედროვე მხატვრობას" არქმევენ-რატომ ღერთი არ გაიცინებს. ბატონ გურამს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ბევრიასეთი შედევრის შექმნას!
11:14 / 12-01-2018
გამოხმაურება //
უცხო
5
0
დოლენჯაშვილი იმ დროიდან მახსოვს, როცა ნამდვილი ხელოვნება ფასობდა...
გამიხარდა მისი ახალი ნამუშევრების ხილვა.
დღეს აღარ არის მოდაში ასეთი მხატვრობა: სნობები მას ყავლგასულს ეძახიან და აღფრთოვანებული არიან სურათებით, რომელთაც ზოგი მართლა ცოცხით ხატავს, ზოგი ძუძუებით და ზოგიც - საჯდომით!.. - ამაში იხდიან ასიათასებს და მილიონებს...
თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული სადიპლომო ურთიერთფურთხების "პერფომანსიც" ვნახე ინტერნეტით... (კიდევ კარგი, დოლენჯაშვილის მიერ ჩამოთვლილი პედაგოგები ვერ მოესწრნენ ფურთხებისთვის სამხატვრო აკადემიის დიპლომების გადაცემას! :).
10:50 / 12-01-2018
გამოხმაურება //
ნანა
3
0
ღვთაებრივია! სიტყვები არ მყოფნის!
10:42 / 12-01-2018
გამოხმაურება //
სიტყვა
2
0
საოცარი ნამუშევერებია!!!
10:35 / 12-01-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
12:35 / 19-02-2019
"ვებრძვი და მებრძვის, ძალიან ძლიერი კონკურენტია" - რომელ კონკურსანტებს შორის დაიძაბა ვითარება "საქართველოს ვარსკვლავში"
11:33 / 19-02-2019
"ათი ქმარი რომ მყავდეს, ჯემალისთვის მთავარია მე ვიყო ბედნიერი" - ცისანა სეფიაშვილი მამაზე, შვილებზე და პირადზე
12:51 / 18-02-2019
გვარამია "საქართველოს ვარსკვლავს" ურეიტინგო ქაჯობას უწოდებს - რას პასუხობენ მას ყოფილი თანამშრომლები
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია