სპეცოპერაცია გლდანში - რა მოხდა "ფრესკოს" სუპერმარკეტთან

სპეცოპერაცია გლდანში - რა მოხდა "ფრესკოს" სუპერმარკეტთან

გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე "ფრესკოს" სუპერმარკეტთან სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ. ახლომდებარე კორპუსებთან სამართალდამცველთა ჯგუფები გადაადგილდებიან. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანაცაა მობილიზებული.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ კონკრეტდება, ვისი დაკავების ღონისძიებას ატარებენ სამართალდამცველები, თუმცა გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე სამართალდამცველების მობილიზების მიზეზებზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა. მისივე ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლის შემოწმებასაც პოლიცია გეგმავდა, ამჟამად გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, "ფრესკოს" სუპერმარკეტის მიმდებარე ტერტორიაზეა გაჩერებული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სამართალდამცველები გლდანის მე-7 მიკრორაიონში დაკავების ოპერაციას ატარებენ, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. მათი განმარტებით, დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია