საავადმყოფოში წუხელ 4 ახალგაზრდა შეიყვანეს - რას ყვება დაჭრილი მოზარდების შესახებ ხაშურის კლინიკის მენეჯერი

საავადმყოფოში წუხელ 4 ახალგაზრდა შეიყვანეს - რას ყვება დაჭრილი მოზარდების შესახებ ხაშურის კლინიკის მენეჯერი

ხაშურის კლინიკის მენეჯერის, თემურ მძინარაშვილის ინფორმაციით, საავადმყოფოში წუხელ 4 ახალგაზრდა შეიყვანეს.

როგორც თემურ მძინარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათგან ორს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს. რაც შეეხება ბასრი საგნით დაჭრილ კიდევ ორ არასრულწლოვანს, ისინი კლინიკაში რჩებიან. მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

"გვიან ღამით ხაშურის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 4 ახალგაზრდა შემოიყვანა. ორ მათგანს მცირე დაზიანებები ჰქონდა, დახმარება აღმოვუჩინეთ და მაშინვე გავწერეთ. რაც შეეხება დანარჩენ 2 ახალგაზრდას, ორივე მათგანი ამ დრომდე სტაციონარში რჩება. მათგან ერთ-ერთის მდგომარება შედარებით მძიმეა. იგი წუხელ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ოპერაციას, ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუს არეში მიყენებული ჭრილობის გამო გახდა აუცილებელი", - განაცხადა თემურ მძინარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოს სტაციონარში მყოფ ორივე ახალგაზრდას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"იმ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის შედარებით მსუბუქი და სტაბილურია, სავარაუდოდ, მოკლე დროში გავწერთ საავადმყოფოდან", - აღნიშნა მან.

ხაშურში არასრულწლოვნები წუხელ დაჭრეს. ერთ-ერთ სასადილოში ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორივე დაჭრილი სოფელ ოსიაურის სკოლის მე-12 კლასელია.

ამასთან, შემთხვევის თვითმხილველი პირების განცხადებით, მოზარდების დაჭრა "სუფრაზე, არაფხიზელ მდგმარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის დაწყებულ შეკამათებას მოჰყვა".

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია