ქობულეთში დედა და 3 წლის ბავშვი გზაზე გადასვლისას ავტომობილმა გაიტანა - მძღოლი დაკავებულია

ქობულეთში დედა და 3 წლის ბავშვი გზაზე გადასვლისას ავტომობილმა გაიტანა - მძღოლი დაკავებულია

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვის დაღუპვის გამო მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 34 წლის ქალბატონი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა. რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა. მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, დაშავებული ქალბატონი კი სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია