როგორია ხათუნა იოსელიანისა და მისი შვილის ცხოვრება მანჰეტენზე - "ეს სახლი ხათუნას ამერიკამ აჩუქა..."

როგორია ხათუნა იოსელიანისა და მისი შვილის ცხოვრება მანჰეტენზე - "ეს სახლი ხათუნას ამერიკამ აჩუქა..."

ეს ამბავი 45 წლის წინ, მეგობრობით დაიწყო თბილისის კლასიკური გიმნაზიის კედლებში და თავის ლოგიკურ კულმინაციას ნიუ-იორკის საშობაო გამოფენა-გაყიდვით მიაღწია. მაკა შენგელია ნიუ-იორკში ცხოვრობს დედასთან, მსახიობ ხათუნა იოსელიანთან ერთად, ტომა, თამარ კვერნაძე კი თბილისში ქალიშვილს, მარიამს ზრდის. მეგობრებს შორის მანძილი დიდია, მაგრამ საერთო გეგმებისა და ოცნებების განხორციელებაში მათ საკუთარი შემოქმედება, ოპტიმიზმი და ამერიკა ეხმარება.

მაკა:

- გადავახტეთ წლებს და 2017 წლის 9 დეკემბრით დავიწყოთ საუბარი. ამ დღეს შენი ოცნება ახდა.

- ეს დღე დიდხანს მეყოფა ენერგიად. მე და ტომა ბავშვობიდან ვფიქრობდით საერთო გამოფენის გამართვაზე, მაგრამ ეს ოცნება უფრო იყო, ვიდრე გეგმა. ახლა, როდესაც გამოფენა-გაყიდვამ ყველა ჩემს იმედს გადააჭარბა, ვიცი, შეუძლებელი არაფერია. ოპტიმიზმი არასდროს მაკლდა, მაგრამ ამერიკამ სულ სხვა, ახალი შესაძლებლობები გააჩინა ჩემს ცნობიერებაში. ეს ქვეყანა ყოველთვის გაძლევს შანსს აკეთო ის, რაც მთელი გულით გინდა.

- გამოფენაზე შენი შექმნილი ნაქსოვი სამოსი და ტომას სამკაულები გაიტანეთ.

- დიახ და მინდა, სიამაყით განვაცხადო, რომ კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ყველა ექსპონატი გაიყიდა. ქართველების ინტერესი არ გამკვირვებია, მაგრამ ამერიკელები როგორ შეხვდებოდნენ მათთვის უცნობი ავტორების ნამუშევრებს, არ ვიცოდი და ვღელავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი ინტერესი ხელნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მაღალია; ისინი არც მათთვის ეგზოტიკური ხაზების, ჩუქურთმის, აქსესუარის ტარებას ერიდებიან. ამიტომაც, ტომას შექმნილი ქართული ხაზებით მდიდარი სამკაულები ამერიკელებმაც შეიძინეს და ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიკეთებდნენ, რადგან მხოლოდ გამოფენის დამთავრების შემდეგ მიეცათ საშუალება, ნაყიდი ნივთი ჩამოეხსნათ ექსპოზიციიდან.

- ტომამ გამოფენისთვის თბილისში იმუშავა?

- ტომას ჯერ არ უმოგზაურია ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი არაჩვეულებრივი, მზრუნველი ძმა აქ, ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობს. ტომა პროფესიონალი დიზაინერია. ის თავიდანვე სამოსზე მუშაობდა და რამდენიმე გამოფენაც გამართა თბილისში, მაგრამ ბოლო ხანებში აღარ თუ ვეღარ აქტიურობდა. როგორც ჩანს, თბილისური გარემო, დამთრგუნველი ყოველდღიურობა არცთუ დიდი ბედენაა შემოქმედისთვის, მაგრამ მე შევუძახე და ამყვა, რისთვისაც მადლობელი ვარ. გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა და კოლექცია ნელ-ნელა გამომიგზავნა. სურათებიდანაც ჩანს, როგორი ფაქიზი ხელოვანია თამრიკო კვერნაძე. ახლა შედეგი რომ ნახა, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, უკვე დაგეგმილი გამოფენისთვის ახალ კოლექციაზე დაიწყებს მუშაობას და ამერიკასაც ეწვევა.

- შენი საქართველოდან წასვლის მიზეზებიც დააინტერესებს მკითხველს.

- ორწელიწად-ნახევარია აქ ვარ. 2015-ში წამოვედი საქართველოდან. ჯერ ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადა დავუწესე თავს. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა აქ ცხოვრებას. დედაჩემი, ხათუნა იოსელიანი უკვე 12 წელია, ნიუ-იორკშია. ასაკი ემატება, ახლა მის გვერდით უნდა ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალზე აქტიურია და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა.

- ქართული კულტურის ცენტრი, სადაც ქალბატონი ხათუნას თეატრია, ამერიკელის დაარსებულია.

- არის ასეთი ძალიან კარგი ამერიკელი კაცი, ვიქტორ სილერსონი, რომელიც უზომოდაა შეყვარებული საქართველოსა და ქართველებზე. ის ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ადათ-წესებს, ჩოხოსანიცაა... ამ სიყვარულის მიზეზი მისი მეუღლე ლიკა სილერსონი-ბახტურიძეა. ის პროფესიით მსახიობია და გასაკვირი არ არის, რომ ქართული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა გაუჩნდა, რომელშიც მეუღლე დაეხმარა. 12 წლის წინ, როდესაც ხათუნა ჩამოვიდა ამერიკაში, ამ ცენტრში პატარა ბავშვებისთვის დგამდა სპექტაკლებს, მერე თეატრის გაკეთების იდეაც დაიბადა. ეს მთლიანად ენთუზიაზმზე ხდება, ამაში არავინ არაფერს იღებს, არც ხათუნა. ეს სულისთვის, გამძლეობისთვის, გადარჩენისთვისაა, საკუთარ ფესვებს რომ არ მოვწყდეთ, ერთმანეთი ვნახოთ, ხელოვნებას ვემსახუროთ და სხვებიც ვაზიაროთ... განაგრძეთ კითხვა

როგორ გამოიყურებოდნენ ნუნუკა თამაზაშვილი და ანუკი არეშიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე (ფოტოები)

სოფელ გუმათში საპოლიციო ძალების მობილიზებაა

როგორ გამოიყურებოდა ნუნუკა თამაზაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ფოტოები