გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარა თომა მარგველაშვილი რამდენიმე საათის წინ დაიბადა. ახალშობილი 2.950 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ვაჟის დაბადების შესახებ პრეზიდენტმა "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან შეატყობინა მოქალაქეებს.

"დაიბადა თომა მარგველაშვილი" - ვკითხულობთ პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ პოსტში, რომელსაც ასობით მილოცვა მოჰყვა.

პრეზიდენტის ოჯახი აქამდე არ ამხელდა შვილის სახელს, მაკა ჩიჩუამ რამდენიმე თვის წინ ინტრვიუში აღნიშნა, რომ ბიჭის სახელი შერჩეული ჰქონდათ, თუმცა საიდუმლოდ ინახავდნენ:

"შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სიურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა... 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი... ჩვენთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში სასურველია" - ამბობდა ინტერვიუში პირველი ლედი.

მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილისთვის თომა მეორე საერთო შვილია. მათი პირველი საერთო ვაჟი თემო მარგველაშვილი უკვე სამი წლისაა, წყვილს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი