გმირთა მოედანთან გვიან ღამით 3 ადამიანი დაჭრეს

გმირთა მოედანთან გვიან ღამით 3 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები კიდურებზე აღენიშნება. დაჭრილს წუხელვე ჩაუტარდა ოპერაცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დანარჩენ ორ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. მათივე განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია