"ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ" - ნინოსა და ილიკოს სიყვარულისა და ტრიუმფის ისტორია

"ნინოს მშობლებს არ უნდოდათ ღარიბი გორელი სიძედ" - ნინოსა და ილიკოს სიყვარულისა და ტრიუმფის ისტორია

ილიკო სუხიშვილი 1907 წელს, სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა. დედას უჭირდა მარტოს ოჯახის გაძღოლა, სოფლად ხომ აუარებელი საქმეა მუდამ, ამიტომ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ილიკო 9 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო. ცდილობდა, დედას დიდი კაცივით გვერდში დადგომოდა. ხან მოხარშულ წაბლს ყიდდა, ხან - გაზეთებს. ერთი ჩვევა დასჩემდა - სულ ფეხის წვერებზე დადიოდა.

ნინო რამიშვილი ბაქოში დაიბადა, 1910 წელს. მისი ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. ცეკვაზე უსაზღვროდ შეყვარებული გოგონა მშობლებმა იტალიელი მარია პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. სწორედ იმ წელს, როცა 17 წლის ილიკომ მუშაობა დაიწყო, პერინის სტუდიის გოგონები ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე გამოვიდნენ. წარმოდგენას ილიკოც ესწრებოდა. ყველაზე მეტად ნინო მოეწონა... ეს იყო მათი პირველი შეხვედრა, უდავოდ ბედნიერი, რადგან მოგვიანებით ამ წყვილმა ჯერ ოჯახი, მერე შესანიშნავი ანსამბლი და ბოლოს ეპოქა შექმნა, რომელსაც დღემდე "სუხიშვილებს" ეძახიან.

ილიკო ცეკვის დროს ანთებდა ცეცხლს, თორემ ურთიერთობაში საკმაოდ მორიდებული ყმაწვილი გახლდათ. გოგონას ვერაფერს ეუბნებოდა, არადა უკან დასდევდა. ნინომ მაშინვე შეამჩნია, რომ ბიჭს მასთან მიახლოვებისა ეშინოდა. გოგონას ეღიმებოდა, მან უკვე იცოდა, რომ ეს მორიდებული ყმაწვილი მოცეკვავე იყო, თანაც ძალიან ნიჭიერი, რომელიც სხვებს ასწავლიდა ცეკვას, აინტერესებდა მასთან გასაუბრება, მაგრამ გასაცნობად პირველ ნაბიჯს ჯიუტად არ დგამდა. ის ხომ ქალი იყო და ინიციატივაც კაცს ეკუთვნოდა! რამდენიმე კვირის ჩუმი დევნის შემდეგ, მათ შორის მანძილი შემცირდა… და პირველი საუბარიც შედგა. თემა, რაღა თქმა უნდა, ისევ ცეკვა იყო.

მალე პერინის სტუდიაში ილიკოც მიიღეს. როცა ქართულ ცეკვაზე მიდგა საქმე, ილიკომ ნინოსთან ერთად "ქართულის" შესრულებაზე უარი თქვა. მას ეგონა, რომ ბალერინა ნინო ვერ შეძლებდა "ქართულს". ნინო განაწყენდა, - ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი როგორ შეიტანეო და... გაიბუტნენ! ისინი ისევ პერინიმ შეარიგა - ერთად აცეკვა "ქართული" და მას შემდეგ მათი სახელები ცალ-ცალკე აღარავის უხსენებია...

10 წლის იყო, ცეკვით რომ დაიწყო ოჯახის რჩენა: გორკის ბაღში, რესტორანში ასრულებდა ქართული ცეკვის ილეთებს. ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა პატარა ბიჭს და დიდხანს, დიდხანს არ უშვებდა "სცენიდან". მალე მიხვდა, რა გზასაც უნდა დასდგომოდა... 1924 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის საცეკვაო სტუდია და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიიღეს ქართული ცეკვის სოლისტად. განაგრძეთ კითხვა

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"