"ფული აქვს და გადაიხადოს" - ასეთი მიდგომა საქართველოში ძალიან პოპულარულია, თუმცა - გაუმართლებელი"

"ფული აქვს და გადაიხადოს" - ასეთი მიდგომა საქართველოში ძალიან პოპულარულია, თუმცა - გაუმართლებელი"

2018 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი უნდა ამოქმედდეს. ცვლილება, რომელზეც კარგა ხანია საუბრობენ, წელს რეალურად შედის ძალაში. აღნიშნული გადასახადის გადახდა 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს მოუწევთ, კერძოდ: 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებმა ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,05% და არაუმეტეს 0,2 % უნდა გადაიხადონ. ხოლო 100 ათასი ლარის, ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადი ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,8% და არაუმეტეს 1% იქნება. ამ გადასახადის დაწესებას სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები განსხვავებულად აფასებენ. "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ავტომობილებზე ქონების გადასახადის შემოღება ამ სფეროში ბევრს ვერაფერს შეცვლის:

დავით მესხიშვილი - ასეთი გადასახადი ყველა ევროპულ ქვეყანაშია და ავტოპარკის განახლებას ემსახურება, თანაც, ეს ქვეყნები გარემოს გაჯანსაღებას მსგავსი ღონისძიებებით ცდილობენ. ჩვენთან კი, ეს გადასახადი არაფერზე არაა მორგებული, ის არც ავტოპარკის განახლებას ემსახურება და არც სხვა რამეს. ამ გზით ბიუჯეტშიც ვერ შევა მნიშვნელოვანი თანხა, რადგან ქვეყანაში ძალიან ცოტაა ხალხი, ვისაც 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს ანუ ეს საბიუჯეტო ნაწილშიც არ იქნება წარმატებული ცვლილება. თავდაპირველად მსჯელობდნენ იმაზე, რომ ქონების გადასახადი ავტომანქანის ასაკის მიხედვით უნდა დადგენილიყო, რაც ჩემი აზრით, დაუშვებელია. ახლა კი, საუბარია იმაზე, რომ გადასახადი ავტომობილის ღირებულების მიხედვით უნდა განისაზღვროს, აქაც ბევრი კითხვა ჩნდება - რომელი ღირებულების? - ჩვენთან ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა ისე ხდება, რომ მისი ფასი ხშირად არსად ფიქსირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მოუმზადებელი გადაწყვეტილებაა და ბევრს ვერაფერს შეცვლის. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი