გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს

გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას მამას, ზურაბ ჭანტურიას გულის არეში ტკივილი და მაღალი წნევა აღენიშნება, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

გიორგი ჭანტურიას მამა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში რუსთავში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაჰყავს.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ამ დროისთვის გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში განმეორებითი ჩხრეკა მიმდინარეობს, სასწრაფო დახმარების გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი ჭანტურიას მამა შეუძლოდ გახდა. ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციელები ამ დრომდე რჩებიან. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში თბილისში, მცხეთის ქუჩაზე.

გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი ჭანტურიას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი