23 წლის პორნოვარსკვლავი გარდაცვლილი იპოვეს

23 წლის პორნოვარსკვლავი გარდაცვლილი იპოვეს

პორნო ვარსკვლავი ოლივია ლუა 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს პორნოინდუსტრიის უკვე მეხუთე წარმომადგენელია, რომელიც ნოემბრის შემდეგ გარდაიცვალა.

Radar Online-ის ინფორმაციით, ლუა სარეაბილიტაციო ცენტრში ზედოზირებით გარდაცვლილი იპოვეს.

ბოლო თვეების მანძილზე სუიციდით, სხვადასხვა ინფექციით, ზედოზირებით და სხვა უცნობი მიზეზების გამო არაერთი პორნოვარსკვლავი გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო მერსედეს გრაბოვსკის საქმე. პორნომსახიობი დეკემბერში გარდაიცვალა, რამდენიმე დღით ადრე კი სოციალურ ქსელში ჰომოფობიური პოსტი დაწერა, რასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

"ლამაზი სიცოცხლე დასრულდა იმიტომ, რომ ადამიანებს უყვართ სხვების ბულინგი. ძალადობის მიზეზი კი მხოლოდ ის არის ხოლმე, რომ თქვენი აზრი მისას არ ემთხვევა," - დაწერა გრაბოვსკის გარდაცვალების შემდეგ ჩარლი შინის ყოფილმა საცოლემ ბრეტ როსიმ, რომელიც მსახიობთან მეგობრობდა.