არასწორად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების გამო, წელს 10 ადამიანი გარდაიცვალა

არასწორად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების გამო, წელს 10 ადამიანი გარდაიცვალა

მიმდინარე წელს, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლებისა და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციის გამო, გარდაცვლილია 10 ადამიანი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 10-დან 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები.

"მიმდინარე წლის სტატისტიკით, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილია 10 ადამიანი. მათ შორის 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები, რამაც გამოიწვია საკვამლე მილების დაგმანვა და ნამწვი აირის - CO-ს საცხოვრებელ ფართებში დაგროვება, რის შედეგადაც გარდაიცვალა 6 ადამიანი", - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი