დანა, კასტეტი, ელექტროშოკი - სკოლებში აკრძალული ნივთების ტარების 5 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

დანა, კასტეტი, ელექტროშოკი - სკოლებში აკრძალული ნივთების ტარების 5 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები საახალწო პიტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

რაც შეეხება გასულ სასწავლო წელს, სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 2016-2017 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში პირადი გასინჯვისას ამოღებული იქნა 177 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი (დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები) და 1966 სხვადასხვა დასახელების სკოლაში აკრძალული ნივთები (საახალწო პიტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტრო სიგარეტი).

როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სულ 2016 -17 სასწ. წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა.

"საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს უზრუნველყოფა, დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების პრევენცია. მანდატური უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი გასინჯვა სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით/ზედამხედველობით და თანდასწრებით საფუძვლიანი ან/და დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში.

გამოვლენილი სავარაუდო ძალადობის, კონფლიქტური სიტუაციების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და/ ან სამართალ დარღვევის ფაქტის შემთხვევაში ატყობინებს მშობელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შემდგომი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. სულ 2016 -17 სასწ. წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა", - აღნიშნულია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი