ხელვაჩაურში ე.წ "ოცნების ქალაქში" დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკა "მედინაში" აცხადებენ, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის მოცულობას. გონზეა, ადეკვატური და კონტაქტურია. ჰემოდინამიკა სტაბილურია. საციცოცხლო ფუნქციები კომპენსირებულია", - აცხადებენ კლინიკაში.
ხელვაჩაურში ე.წ "ოცნების ქალაქში" ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.