ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება - კახა კალაძე ცვლილებებს აანონსებს

ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება - კახა კალაძე ცვლილებებს აანონსებს

თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.

"კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება.

თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს.

ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ეფექტიანი და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის.

თბილისი აუცილებლად იქნება- ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ახალი რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის - 2 რამ, რაც რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დაგჭირდებათ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი