24 იანვარს ლონდონის განათლების და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა წარადგინა მომავლის განათლების კონცეფცია, რომელიც NASA-სა და HP-ის კოსმოსის ათვისების გლობალური პროექტის ფარგლებშია შემუშავებული.
ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ინტეგრირება განათლების პროცესში, კადრების გადამზადება - სრულიად განსხვავებულმა კონცეფციამ რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პროექტის ხელმძღვანელმა მანანა უგულავამ წარადგინა, ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. მნიშვნელოვანია რომ პროექტების შექმნასა და განვითარებაში უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. "ჩვენი სტუდენტები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად უკვე მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება. მაგალითად, ჩვენი ხელოვნური ინტელექტი - ლექტორის ბოტი ასისტენტი მარტიდან სრულ ასისტირებას გაუწევს ლექტორს. მას ცოდნა სხვადასხვა ბიზნესმიმართულებით არის გაღრმავებული, არაერთი გამოცდა და ტესტი გაიარა და უნივერსიტეტის შიდა პროცესებში სრულად არის ჩართული. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა ხელოვნურმა ინტელექტმა მარსის კოლონიზაციის პროექტშიც მიიღოს მონაწილეობა. ამჟამად მის მეორე ვერსიაზე მიდის მუშაობა." - განმარტავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც 2016 წელს დაარსდა, აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური ბაზებისა და ლაბორატოერიების შექმნაზე, რაც მომავლის განათლების დანერგვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.