რა ვითარებაა "ბახალას" მხარდამჭერ აქციაზე - კადრები რუსთაველის გამზირიდან

რა ვითარებაა "ბახალას" მხარდამჭერ აქციაზე - კადრები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებმა ბანერები გაშალეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ "ხალხთან ომი დასრულდეს", "დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები", "გათავისუფლდნენ უდანაშაულო პატიმრები" და "დამთავრდეს მოწმე პოლიციელების, ასევე ჩამდები პოლიციელების პრაქტიკა".

ნახეთ: LIVE რა ხდება რუსთაველზე

აქცია ამჟამად პარლამენტის შენობასთან მდუმარედ მიმდინარეობს. ფონად ჩართულია ელექტრონული მუსიკა და აქციის მონაწილეებს მხოლოდ ბანერები აქვთ გამოფენილი.

23 იანვარს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში დამნაშავედ სცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით, პროკურატურამ გიორგანაშვილის განაჩენზე განცხადება გაავრცელა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი