"ბახალას" მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა "ცოცხალი ჯაჭვით" "ციხეში ჩასვეს"

"ბახალას" მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა "ცოცხალი ჯაჭვით" "ციხეში ჩასვეს"

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით, ისინი პარლამენტს სიმბოლურად "ცოცხალი ჯაჭვი" შემოავლეს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ეს არის სიმბოლო, რათა მოქმედ სისტემას ანახონ, რომ მათ შეუძლიათ თავად სისტემა ჩასვან ციხეში. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი სხვადასხვა სახელმწიფო შენობების პიკეტირებას სისტემატურად მოახდენენ.

ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, როგორც პარლამენტის შენობის გარეთ, ასევე პარლამენტის შენობის შესასვლელებთან. განსაკუთრებულად მობილიზებული არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის შენობის უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი