"როგორ დავიკელი 27 კილო..." - პრაქტიკული რჩევები ქალისგან, რომელმაც დიეტა საკუთარ თავზე გამოსცადა

"როგორ დავიკელი 27 კილო..." - პრაქტიკული რჩევები ქალისგან, რომელმაც დიეტა საკუთარ თავზე გამოსცადა

"საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო მღებრიშვილი საზოგადოებას წონაში დასაკლებად პირად გამოცდილებას უზიარებს:

რატომ გადავწყვიტე წონაში დაკლება

მიზეზი ბანალურია: ესტეთიკურიც და ჯანმრთელობის მიზნითაც. ჭარბი წონა დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სერიოზული რისკფაქტორია, მით უმეტეს, როცა დიაბეტი გენეტიკურ მზითევშია. არანაირი სურვილი მაქვს, გლუკომეტრით დავრბოდე და ფუთა წამლებს ვსვამდე. მოკლედ და მარტივად, მომინდა, თავი ხელში ამეყვანა, საკუთარი ღორმუცელობისთვის მეჯობნა და ნორმალურ წონას მივახლოვებოდი.

რატომ დუკანი

დიეტებით თავი არც ადრე დამიტანჯავს, თუმცა, პერიოდულად ფიტნეს დარბაზში დავდიოდი ხოლმე. დავიკლებდი, ისევ ვიმატებდი. დუკანს ფაზები აქვს და ყველაზე

მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ დაკლებული წონის შენარჩუნებაა. ახლა ზუსტად ამ ფაზაზე ვარ და პრაქტიკულად ვაკონტროლებ წონას (რა დავამატე კვებას და არა არა, ამაზე ქვემოთ).

2017 წლის ივლისი. წონა 96.6 (სიმაღლე 169 სმ). dukani.ru-ს კალკულატორით, 72 კგ არის ჩემი ნორმალური წონა და ამას ნოემბერში უნდა მივაღწიო. წინ 4 რთული თვე მელის.

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტის პირველი ფაზა

ყველაზე რთული ფაზაა კვების და ფსიქოლოგიის მხრივ. უნდა შეამცირო საკვების დოზა მნიშვნელოვნად და შეზღუდო პროდუქტების ასორტიმენტი. დასაშვებია მხოლოდ ქათმის, თევზის, საქონლის მოხარშული ხორცი და უცხიმო რძის პროდუქტები (დასაშვები პროდუქტების ჩამონათვალი ფაზების მიხედვით იხ. http://dukani.ge/5-pier-dukanis-cil... ) არანაირი ხილი (რაც ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, თანაც, ზაფხულში), ტკბილეულ-ნამცხვრეული. არადა, მიყვარს - ისე, როგორც მსუქნების უმეტესობას. ალტერნატივა - დუკანური ტკბილეულით ჩანაცვლება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი