ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია - სამი

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია - სამი

ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომაქანაში ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ქალი, მძიმედ დაშავდნენ გარდაცვლილის შვილი და რძალი. ასევე მსუბუქი დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელსაც დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია