"პატრიარქი გაციებულია,"- როგორია ილია მეორის მდგომარეობა ამ დროისთვის

"პატრიარქი გაციებულია,"- როგორია ილია მეორის მდგომარეობა ამ დროისთვის

პატრიარქმა შესაძლოა, ხვალ მსახურება ჩაატაროს, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესი გაციებულია და სახლის პირობებში იმყოფება, მას რაიმე მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდება.

"უწმინდესი შესაძლოა ხვალ მსახურებაზე იყოს. ჩვენი სურვილი კი არის, რომ ის სახლის პირობებში რამდენიმე დღით დარჩეს. ამჯერად უბრალოდ გაციებულია. გვინდა, რომ ეს ყველაფერი არ გართულდეს", – განაცხადა ცისანა შარტავამ.

მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში ხვალ მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

პატრიარქი შეუძლოდ ყოფნის გამო, დღეს სიონში წირვას ვერ დაესწრო. წირვა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი